24 აპრილი 2024,   14:58
ვრცლად
"ქართულმა ოცნებამ" უნდა შეასრულოს ფლაგმანის როლი, ეს არის გამოწვევა - ვასილ მაღლაფერიძე

"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარის ახლადარჩეული მოადგილე, პოლიტიკური საბჭოს წევრი ვასილ მაღლაფერიძე აცხადებს, რომ ქართულ პოლიტიკაში საინტერესო ეტაპი იწყება.

"მე ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო ეტაპი იწყება, რადგან წავიდა საინტერესო და გამოკვეთილი ლიდერი. პარტიამ უნდა განაგრძოს მის გარეშე ფუნქციონირება, ეს არ არის ხშირი მოვლენა საქართველოში და ამ პარტიას, დიდი პასუხისმგებლობა აწევს. 

ამ პარტიამ უნდა შეძლოს და შეასრულოს ფლაგმანის როლი ქართულ პოლიტიკაში, ეს არის გამოწვევა. რასაც ვუყურებ, ძალიან საინტერესო გუნდია და ის შეძლებს, გამოწვევებს უპასუხოს ღირსეულად,"-აღნიშნა ვასილ მაღლაფერიძემ.

დღის ამბები