19 აპრილი 2024,   04:15
ვრცლად
"ქართული ოცნება" ლიდერთა თანავარსკვლავედია, რომლის ერთ-ერთი კაშკაშა ვარსკვლავი ირაკლი კობახიძეა - ლაშა ნაცვლიშვილი

"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" მრჩეველი საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში ლაშა ნაცვლიშვილი, ირაკლი კობახიძის პარტიის თავმჯდომარედ დანიშვნას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ის, ერთ-ერთი კაშკაშა ვარსკვლავია "ქართული ოცნების" ლიდერებს შორის. 

"ქვეყანას მართავს "ქართული ოცნების" ერთიანი, სახელისუფლებლო გუნდი, რომელიც დაკომპლექტებულია მოტივირებული, კვალიფიციური, შეკრული და პატრიოტი ლიდერებისგან. ეს არის ლიდერთა თანავარსკვლავედი, რომლის ერთ-ერთი კაშკაშა ვარსკვლავი ირაკლი კობახიძეა,"- აცხადებს ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" მრჩეველი საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში ლაშა ნაცვლიშვილი. 

კითხვაზე- ე.წ. გავრილოვის ღამის შემდეგაც მიიჩნევს, რომ ირაკლი კობახიძე "ქართული ოცნების" გუნდის წევრებს შორის გამორჩეულია - ლაშა ნაცვლიშვილმა უპასუხა, რომ  "ეს იყო მელიას ღამე, რომელიც ცდილობდა სახელმწიფო გადატრიალება მოეწყო სააკაშვილის დავალებით". 

დღის ამბები