17 ნოემბერი 2024,   12:36
ვრცლად
"რაც უფრო მალე გადაწყვეტენ პოლიტიკური ძალები, მოვიდნენ პარლამენტში, მათთვის იქნება უკეთესი" - ირაკლი ქადაგიშვილი

კონსულტაციების მეხუთე რაუნდის გამართვის კონკრეტული თარიღი კვლავ უცნობი რჩება. "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ მათ შეთანხმებისკენ არაერთი ნაბიჯი უკვე გადადგეს, რაც შეეხება ვადამდელ არჩევნებს - ეს წითელი ხაზია და ის არ გადაიკვეთება.

მმართველი გუნდი დარწმუნებულია, რომ საკანონმდებლო ორგანოში ოპოზიციის წარმომადგენელთა რაოდენობა მალე გაიზრდება.

"იმ საკითხებთან დაკავშირებით, რაც, ზოგადად, არჩევნებს უკავშირდება, ჩვენ რამდენიმე მნიშვნელოვანი შეთავაზება უკვე თვითონ დავიწყეთ. ამასთანავე, ჩვენ შევთავაზეთ საგამოძიებო კომისიის შექმნა. ეს და სხვა მრავალი პოლიტიკური საკითხი, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას, არის პარლამენტში სამსჯელო. რაც უფრო მალე გადაწყვეტენ პოლიტიკური ძალები, რომ მოვიდნენ პარლამენტში, მათთვის იქნება უკეთესი," - განაცხადა უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა.

დღის ამბები