19 ნოემბერი 2024,   16:38
ვრცლად
ბაკურიანში არც ერთი კერძო საცხოვრისი არ შემოწმებულა და არ დაჯარიმებულა შრომის ინსპექციის მიერ - ბექა ფერაძე

შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის ბექა ფერაძის განცხადებით, გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბაკურიანში საოჯახო ტიპის აპარტამენტების დამსვენებლებს სასტუმროს დატოვება მოსთხოვეს, არ შეესაბამება სიმართლეს.

ფერაძე აცხადებს, რომ უწყებამ მხოლოდ კერძო ტიპის აპარტამენტების სტატუსი შეამოწმა და მათი დაჯარიმება, ან სხვა სახის სანქცია, არ განხორიციელებულა. 

ფერაძემ კიდევ ერთხელ განმარტა, რომ საოჯახო ტიპის აპარტამენტებს რეგულაციები არ ეხება.

"ჩვენ ზედამხედველობას ვახორციელებთ არა მხოლოდ ბაკურიანში, არამედ მთელი საქართველოს მასშტაბით. ეს იყო ერთ-ერთი გეგმიური მონიტორინგი, რომელიც განხორციელდა ბაკურიანის ტერიტორიაზე. ჩვენ შევამოწმეთ რამდენიმე აპარტამენტის სტატუსი, თუ რამდენად იყვნენ სასტუმროს სტატუსის მატარებელი, თუ ისინი იყო ჩვეულებრივი კერძო საცხოვრებელი. მინდა ხაზგასმით ვთქვა, რომ არცერთი კერძო საცხოვრისი არ შემოწმებულა შრომის ინსპექციის მხრიდან, მითუმეტეს, ჯარიმაზე არ ყოფილა საუბარი. დადგენილების მიხედვით, აკრძალულია სასტუმრობის ფუნქციონირება და მხოლოდ მისი გადამოწმება მოხდა და არ ყოფილა არავითარი ობიექტის დატოვებასთან დაკავშირებით მითითება ან სხვა რაიმე ზემოქმედება. თუ მსგავსი ფაქტი დაფიქსირდებოდა, ეს ალბათ ადვილად იქნებოდა ხელმისაწვდომი მედიისათვის," - განაცხადა ბექა ფერაძემ

დღის ამბები