სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, ბოლო 24 საათის განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1107 ფაქტი გამოვლინდა.
პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად, 121 ფიზიკური პირი დააჯარიმა. მათ შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21:00-დან 05:00 საათამდე მოქმედი გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს. პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე კი ბოლო 24 საათის განმავლობაში 986 ფიზიკური პირი დაჯარიმდა.
საქართველოს მთავრობის N322 დადგენილებით აკრძალული საქმიანობის განხორციელების საფუძვლით დაჯარიმდა 3 ობიექტი, რომელიც მათ შორის გასართობ დაწესებულებაში, ხალხმრავალი სოციალური ღონისძიების ორგანიზებას გულიხსმობდა. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული სანქციის გარდა, ობიექტებს საქმიანობა შეუჩერდათ.