პარტია "სტრატეგია აღმაშენებელის" თავმჯდომარე აცხადებს, რომ მესამე პოლიტიკურ ძალას ქმნის და მასში პოლიტიკოსების გარდა ექსპეტრები და საზოგადოებისთვის საინტერესო სახეები გაერთიანდებიან.
"მესამე პოლიტიკური ცენტრს შევქმნით სხვა პოლიტიკურ პარტიებთან და საზოგადეობისთვის საინტერესო ადამიანებთან ერთად, ვმუშაობთ ამაზე დღე და ღამე. ჯერ ნამდვილად ვერ ვიტყვი ვინ იქნებიან ამ ცენტრში, მაგრამ ესენი ნამდვილად არ იქნებიან მხოლოდ პოლიტიკოსები. იქნებიან ექსპეტრები.
დღეს ოპოზიციის მთავარი საუბრის კონტექსტი ის კი არ უნდა იყოს, ოპოზიცია შევა თუ არა პარლამენტში, არამედ რა ნაბიჯები უნდა გადავდგათ მეტი კონსოლიდაციისკენ, რომ თვითმმართველობის არჩევნებში დიდ გამარჯვებას მივაღწიოთ, თუ მანამდე უკან არ დაიხევს "ქართული ოცნება,"-აცხადებს გიორგი ვაშაძე "დღის კურიერში".