17 ნოემბერი 2024,   12:40
ვრცლად
"მესიჯები მაქვს ბოლო-ბოლო" - ვახტანგ მეგრელიშვილი ამბობს, რომ ვაშაძესთან შეხვედრა პრობლემა არასდროს ყოფილა

პოლიტიკური გაერთიანება "გირჩის" მმართველი საბჭოს წევრი ვახტანგ მეგრელიშვილი "დღის კურიერის" ეთერში აცხადებს, რომ არც კი ჩაუთვლია თუ გიორგი ვაშაძესთან შეხვედრა პრობლემა გახდებოდა. მისი თქმით, ოპოზიციასთან შეხვედრები ყოველთვის იყო, რასაც ჰქონდა სამუშაო შეხვედრის სახე.

"ჩვენ არასოდეს ამ პერიოდის მანძილზე, არც ერთ შეხვედრაზე რაც ოპოზიციასთან გვქონდა, მედიისთვის არასოდეს შემიტყობინებია. 

ყოველთვის ვხვდებოდით, მაგრამ ეს ჩვეულებრივი სამუშაო შეხვედრები იყო. გიორგი ამერიკაში რომ იყო, ამ პერიოდის მანძილზეც გვქონდა კომუნიკაცია, მესიჯები მაქვს ბოლო-ბოლო. შეხვედრა არ შეიძლებოდა პრობლემად ჩათვლილიყო ჩვენს შორის, ჩვენი ურთიერთობიდან გამომდინარე. რიგითი შეხვედრა შეუძლებელია პრობლემა ყოფილიყო, თუ ვინმე არ გახდიდა ამას პრობლემად. 

ჩვენი შეხვედრები იყო მუდმივი და არც ერთხელ ჩვენ შეხვედრას არანაირი პრობლემა არ მოუტანია. სულ გვქონდა კომუნიკაცია, გცალია? გაიღვიძე? ამერიკიდან რომ ჩამოვიდა- დაისვენე რომ შეგხვდე? ანუ მე არც კი ჩამითვლია, რომ ვინმე არ შემხვდებოდა,"-აღნიშნა ვახო მეგრელიშვილმა.

დღის ამბები