17 ნოემბერი 2024,   12:32
ვრცლად
30 დღიანი პატიმრობა ალექსეი ნავალნის - რუსეთის ხელისუფლება მას თავისივე ორგანიზაციის მილიონობით რუბლის თაღლითურად მისაკუთრებას ედავება

ხუთთვიანი პაუზის შემდეგ გერმანიიდან მოსკოვში დაბრუნებულ და აეროპორტში დაკავებულ ალექსეი ნავალნის 30 დღით პატიმრობა შეუფარდეს. გადაწყვეტილება ხიმკის პოლიციის განყოფილებაში გამართულ პროცესზე მიიღეს.

რუსეთის ხელისუფლება მას თავისივე დაფუძნებული ორგანიზაციის, “ანტიკორუფციული ფონდის” კუთვნილი 356 მილიონი რუსული რუბლის თაღლითურად მისაკუთრებასა და დახარჯვას ედავება. დაკავების შემდეგ ნავალნის ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაცია მას შემდეგ გახდა ცნობილი, როდესაც მისმა პიარმენეჯერმა ტვიტერზე ვიდეო გაავრცელა, რომლის მიხედვით გაირკვა, რომ ნავალნი ხიმსკის პოლიციის შენობაში იმყოფებოდა.

ალექსეი ნავალნი გერმანიაში 5 თვე იმყოფებოდა და კლინიკა Charité-ში მკურნალობდა. ნავალნი 2020 წლის აგვისტოში მოწამლეს. იგი 20 აგვისტოს უგონო მდგომარეობაში ომსკის საავადმყოფოში მიიყვანეს. ნავალნის ფრენისას გული წაუვიდა.

მიუხედავად მძიმე მდგომარეობისა და საერთაშორისო გამოხმაურებებისა, ოპოზიციონერს რუსეთიდან 2 დღე არ უშვებდნენ. საბოლოოდ, 22 აგვისტოს ნავალნი გერმანიაში გადაიყვანეს. სწორედ გერმანიაში დაადასტურეს, რომ ნავალნი ნოვიჩოკით მოწამლეს.

დღის ამბები