17 ნოემბერი 2024,   12:40
ვრცლად
"რატომ ჩაგვკეტა და რა შედეგი მიიღო" - "ლელო" პრემიერ-მინისტრისგან ტურისტული სექტორის ამოქმედების თარიღის დასახელებას ითხოვს

"ლელოს" ერთ-ერთმა წევრმა ლოკდაუნის გავლენის შესახებ ბიზნესზე და 1 თებერვლიდან დაგეგმილი შეზღუდვების მოხსნის გეგმაზე, მთავრობის კანცელარიასთან გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

გიგლა მიქაუტაძეს მთავრობასთან სამი მოთხოვნა აქვს - ხელისუფლებამ დაასახელოს კონკრეტული თარიღები როდის და რა პირობებში მოხდება ტურისტული სექტორის ამოქმედება და წარმოადგინოს ეკონომიკის გახსნის გეგმა. გიგლა მიქაუტაძე, ასევე მოითხოვს პრემიერისგან შესაბამისი ანგარიშის წარდგენას ორ თვიანი ლოკდაუნის შემდეგ.

"მე მინდა დღეს "ლელოს" სახელით დავაფიქსირო 3 მოთხოვნა. პირველი - მთავრობამ სასწრაფოდ, უახლოეს დღეებში წარმოადგინოს ეკონომიკის გახსნის გეგმა, რომ ბიზნესს ჰქონდეს ამ გეგმასთან მომზადების, ადაპტირების საშუალება.

მეორე - უნდა უთხრას ტურიზმის სექტორს მთავრობამ რა პირობებით გაიხსნება ტურისტული სექტორი, ვინაიდან ამის გამოცდილება სხვა ქვეყნებში უკვე არსებობს და ჩვენ ახლა, ზამთრის ტურისტულ სეზონს ფაქტობრივად ვკარგავთ.

მესამე - საზოგადოებას უნდა ჩააბაროს პრემიერმა გახარიამ ანგარიში, რატომ და რა მიზნით ჩაგვკეტა, რა შედეგი მიიღო და სად იყო სწორი და სად, არასწორი ეს ყველაფერი," - აცხადებს გიგლა მიქაუტაძე.

დღის ამბები