17 ნოემბერი 2024,   12:40
ვრცლად
ბრძოლის მეთოდები უნდა იყოს მშვიდობიანი, დანარჩენი ყველაფერი მოსულა - ზურაბ ჯაფარიძე

"გირჩის" ერთ-ერთი ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის განცადებით, ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდები, აუცილებლად მშვიდობიანი უნდა იყოს.

როგორც "დღის კურიერში" სტუმრობისას ჯაფარიძე აცხადებს, ოპოზიციამ მმართველი გუნდის საპასუხოდ ახალი მეთოდი უნდა შეიმუშაოს.

"ბრძოლა, ნებისმიერი მეთოდით, რომელიც იქნება მშვიდობიანი, ჩემთვის მისაღებია. ეს მეთოდები როგორი იქნება, ჯერ კიდევ მოსაფიქრებელია. რაღაც იდეები უკვე გვაქვს ჩვენ, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, ეს უნდა იყოს განსხვავებული გზები და მეთოდები იმისგან, რასაც აქამდე ოპოზიცია აკეთებდა, იმიტომ რომ, არსებული ბრძოლის მეთოდების მიმართ ივანიშვილს და მის "ოცნებას" უკვე აქვს იმუნიტეტი გამომუშავებული და იცის, როგორ გაუმკლავდეს მას. ისეთი რაღაცეებია გასაკეთებელი, რაც ახალი იქნება და მათთვის სიურპრიზის ელემენტის მატარებელი იქნება. ჩემთვის, რაც არის მნიშვნელოვანი, ეს მეთოდები მშვიდობიანი უნდა იყოს, დანარჩენი ყველაფერი მოსულა," - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

 

 

დღის ამბები