კორონავირუსზე ტაქსის მძღოლების სავალდებულო ტესტირება იწყება - თბილისის მერის განცხადებით, A და B კატეგორიის ტაქსის მძღოლების PCR ტესტირება ორ კვირაში ერთხელ ჩაუტარდებათ.
შესაბამისი გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.
"ვირუსის გავრცელების რისკების თავიდან აცილების მიზნით, რისკჯგუფების დადგენა მუდმივად მიმდინარეობს. ერთ-ერთი ასეთ რისკჯგუფს თბილისის ტაქსის მძღოლები მიეკუთვნებიან. როგორც A ასევე B კატეგორიის. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ მაქსიმალურად ვიყოთ დაზღვეულები, გავუფრთხილდეთ ადამიანების ჯანმრთელობას, სიცოცხლის უსაფრთხოებას როგორც თვითონ ტაქსის მძღოლების, ასევე იმ ადამიანების, ვინც ამ სერვისით სარგებლობს.
შესაბამისად, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, თბილისის ტაქსის მძღოლების სავალდებულო PCR ტესტირება უნდა განხორციელდეს. გვაქვს სამწუხარო ფაქტი, როცა ტაქსის მძღოლები აგრძელებდნენ მუშაობს მაშინ, როცა ისინი დაინფიცირებულები იყვნენ. მგონია, რომ მათ არ იცოდნენ ამის შესახებ, რადგaნ მათ შემთხვევაში ვირუსი უსიმპტომოდ მიმდინარეობდა, თუმცა გარკვეული პრობლემა მაინც არის. ის კონკრეტული ადამიანები, ვინც ამ სერვისით სარგებლობენ სერიოზული რისკის ქვეშ არიან, ამიტომ მაქსიმალურად რომ ვიყოთ დაზღვეულები, დავაზღვიოთ როგორც ტაქსის მძღოლები, ასევე ამ სერვისით მოსარგებლე მოქალაქეები, მნიშვნელოვანია ტაქსის მძღოლების PCR ტესტირება, ორ კვირაში ერთხელ,"- განაცხადა კახი კალაძემ.