ჯო ბაიდენი, პრეზიდენტობამდე ბარაკ ობამას ვიცე პრეზიდენტი იყო. მანამდე ამ პოსტს დიკ ჩეინი იკავებდა. მას შემდეგ კი, მისი მემკვიდრე მაინ პენსი გახდა.
დაიბადა 1942 წელს პენსილვანიის შტატში, ვიცე პრეზიდენტობამდე 1973 წლიდან იყო სენატორი დელავერიდან.
1972 წელს გადაიტანა დიდი ტრაგედია: ავტოკატასტროფაში დაიღუპნენ მისი პირველი ცოლი და ქალიშვილი. ბიჭებიც მანქანაში ისხდნენ და სერიოზული ტრამვები მიიღეს, თუმცა გადარჩნენ. ამიტომ ბაიდენის ნომერ პირველი პრიორიტეტი უდედოდ დარჩენილი შვილებზე ზრუნვა გახდა.
სენატორი ის 30 წლის ასაკში გახდა, ეს არის მინიმალური ასაკი შტატებში სენატორობისთვის. და სენატორობის 35 წლიანი სტაჟი აქვს. სწორედ მის სენატში არჩევას დაემთხვა ავტოკატასტროფა, რის გამოც ის უარის თქმსაც აპირებდა სენატორის პოსტზე, თუმცა მოგვიანებით გადააფიქრებინეს და ფიცი მან შვილების საავადმყოფოში დადო.
უკვე ერთ წელიწადში 1974 წელს კი ჟურნალმა თაიმმა ის შეიყვანა იმ 200 ადამიანში ვინც გავლენას მოახდენდა ისტორიაზე.
მას გადატანილი აქვს ანევრიზმის რთული ოპერაცია თავის ტვინზე, რის შემდეგაც 7 თვეში მოახერხა რეაბილიტაცია.
სამჯერ იყო სენატის საერთაშორისო კომიტეტის თავმჯდომარე. არის ავტორი სენატის რეზოლუციის, რომლითაც ამერიკამ მხარი დაუჭირა ერაყის სამი რეგიონისგან შემდგარი ფედერალურ რესპუბლიკად ჩამოყალიბებას - სუნიტების, შიიტების და ქურთების.
2008 წელს ერთდაერთი მთავარი პრეტენტენტი იტო პრეზიდენტობის დემოკრატების მხრიდან, თუმცა პრაიმერიზიდან მოხსნა კანდიდატურა. ამის შემდეგ ობამამ ის ვიცე პრეზიდენტად დაასახელა.
და მასთან ერთად ორი ვადა დაასრულა.
2015 წელს მას გარდაეცვალა უფროსი ვაჟი. პრეზიდენტობის ხელახალი ამბიციის შესახებ კი უკვე 2016 წელს გააკეთა პირველი განცხადება. საპრეზიდენტო პარტიული მარათონი კი მეოთხე ადგილზე გასვლით დაიწყო
მისი მთავარი მიმართულებებია: დიპლომატია, საგარეო პოლიტიკა და ნაციონალური უსაფრთხოება.
ბაიდენი ნოემბერში 78 წელი უსრულდება, რითაც ის გახდება ყველაზე ასაკოვანი პრეზიდენტი ამერიკის ისტორიაში. სწორედ მისი ასაკიდან გამომდინარე პრესა საუბრობს იმაზე რომ ვიცე პრეიზდენტი ჩაანაცვლებს თუმცა, ექიმების დასკვნაში წერია რომ ის რულიად ჯანმრთელია და მხოლოდ ხანდახან აქვს გულის რიტმის პრობლემები, თუმცა ეს ხელს არ უშლის მუშაობაში. არ ეწევა, არ გამოიყენებს ალკოჰოლს და დაკავებულია სპორტით.