ამერიკის პრეზიდენტობა ჯო ბაიდენსა და ვიცე-პრეზიდენტს მიულოცა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემაც.
არჩილ თალაკვაძის განცხადებით, უმნიშვნელოვანესია ამერიკასთან სტრატეგიული პარტნიორობა და მეგობრობა ქართველი ხალხისთვის. განცხადებას არჩილ თალაკვაძე სოციალურ ქსელ "ტვიტერში" აქვეყნებს.
"ვულოცავ პრეზიდენტ ჯო ბაიდენს და ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს ინაუგურაციას. აშშ-ისთვის ისტორიული დღეა. ჩვენ მოუთმენლად ველით მტკიცე პარტნიორობის გაგრძელებას თქვენთან და თქვენს ადმინისტრაციასთან," - წერს არჩილ თალაკვაძე.