19 ნოემბერი 2024,   12:39
ვრცლად
პანდემია რომ დავასრულოთ, მოსახლეობის 70%-ის ვაქცინაციაა საჭირო - ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ "დღის კურიერის" ეთერში განაცხადა, რომ კორონავირუსის პანდემიის დასასრულებლად აუცილებელია, მოსახლეობის, სულ მცირე, 70%-ის ვაქცინაცია.

მან ისაუბრა ვაქცინაციის შესაძლო გართულებებზე და აღნიშნა, რომ გვერდითი მოვლენები არის მინიმალური და ის, ძირითადად, წარმოადგენს, ალერგიულ რეაქციას. 

"კოვიდის პანდემია რომ დავასრულოთ, ერთი მთავარი მოქმედება მის წინააღმდეგ გადის სწორედ ეფექტურ ვაქცინაციაზე, მოსახლეობის, სულ მცირე, 70%-ის. ამიტომ, სწორედ მოგეხსენებათ, ძალიან დაჩქარებული ტემპით და ბიოტექნოლოგიები დღეს ამის საფუძველს იძლევა, შეიქმნა რამდენიმე დასახელების ვაქცინა, რომლითაც, დღევანდელი რიცხვით, დაახლოებით, 48-49 მილიონი ადამიანი აცრილია.

გვერდითი მოქმედებები, ანუ გართულებები არის მინიმალური. თუმცა, რა თქმა უნდა, იყო. ცოტა მეტი იყო ფაიზერზე, რადგან ეს ინოვაციური ვაქცინაა და იყო ალერგიული გართულებები. ამიტომ, ერთ-ერთ უკუჩვენებათდ ითვლება, თუ ანამნეზში არის სერიოზული ალერგიული რეაქციები. იქ ექიმმა კარგად უნდა განსაზღვროს, როდესაც ადამიანს, ვინც უნდა აიცრას, გამოკითხვას ჩაუტარებს და ამისთვის სპეციალური კითხვარები არის შედგენილი, შესაძლებელია იყოს გადაწყვეტილება ექიმის მიერ, აიცრას თუ არ აიცრას ადამიანი,"-განაცხადა ამირან გამყრელიძემ. 

დღის ამბები