რუსეთის ფედერაცია საქართველოს სახელმწიფოსთან დამარცხდა. სტრასბურგის სასამართლომ გაიზიარა და დააკმაყოფილა საქართველოს ყველა ძირითადი მოთხოვნა.
ეს არის ახალი ეტაპი საქართველო რუსეთის უკიდურესად რთულ ურთიერთობაში, სადაც თბილისს ზურგს უმაგრებს ევროპის მთავარი არბიტრის მყარი არგუმენტები, რომელიც ვეღარ გასაჩივრდება.
ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როდესაც ამ ისტორიული მოვლენის შეფასებაში, მმართველი პარტიისა და ოპოზიციის რიტორიკა ერთმანეთს ემთხვევა. დღეს ყველა ახალ რეალობაზე საუბრობს. რუსული ოკუპაციისთვის სამართლებრივი სტატუსის მინიჭება ოპოზიციისთვის დიდი გამარჯვებაა, რამაც ქვეყანა დეოკუპაციამდე უნდა მიიყვანოს.
მმართველი პარტიის ლიდერები კი ამბობენ, რომ დასრულდა მრავალწლიანი სახელმწიფოთაშორისი დავა რომლითაც უტყუარად დადასტურდა, რომ 2008 წელს საქართველო და მისი მოსახლეობა რუსული აგრესიის მსხვერპლი იყო.