17 ნოემბერი 2024,   12:33
ვრცლად
საარჩევნო კანონმდებლობასთან დაკავშირებით "ოცნების" მხრიდან დათმობებზე წასვლის მზაობა დადასტურდა - ალეკო ელისაშვილი

"მოქალაქეებისა" და "ქართული ოცნების" ლიდერების შეხვედრის დასრულების შემდეგ ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რომ მოლაპარაკების დროს ყველაზე მძიმე პოლიტპატიმრების საკითხი იყო.

მანვე აღნიშნა, რომ "ქართული ოცნება" მზადაა, საარჩევნო კანონმდებლობისა და ადმინისტრაციის ცვლილებასთან დაკავშირებით დათმობებზე წავიდეს. 

"გაირკვა ის საკითხი, რომ საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებასთან და საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტებასთან დაკავშირებით, როგორც წინა რაუნდებზე იყო მზაობა "ქართული ოცნების" მხრიდან, რომ სერიოზულ დათმობებზე წავიდეს, ახლაც ეს დათმობები დადასტურდა.

ყველაზე მძიმე იყო პოლიტპატიმრების საკითხი. მინდა ყველა დავარწმუნო, რომ მეც და ლევანიც ამ საკითხს არაერთხელ დავუბრუნდით, ძალიან პრინციპულად ვსვამდით, მაგრამ, ასევე, ცნობილია, რომ "ქართული ოცნება" არც აღიარებს პოლიტპატიმრების არსებობას. მანამდე იყო 5 გვარი, იქიდან გამოვიდა 2. ძალიან მძიმედაა ეს საქმე. ჩვენ აქ დღეს საბოლოო შეთანხმებისთვის არ მოვსულვართ, უბრალოდ, პოზიციების დასაზუსტებლად მოვედით,"-განაცხადა ალეკო ელისაშვილმა. 

შეგახსენებთ, რომ "მოქალაქეების" ლიდერებს - ალეკო ელისაშვილსა და ლევან იოსელიანს "ქართული ოცნებიდან" პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და მამუკა მდინარაძე შეხვდნენ. შეხვედრა პარლამენტში შედგა. 

დღის ამბები