"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა მდინარაძის თქმით, პარლამენტარს, პოლიტიკოსს პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე აღარ უნდა ესაუბრონ. მამუკა მდინარაძის განმარტებით, ეს არ არის პოლიტიკოსის საქმე.
"პოლიტიკოსს რომ ეუბნები და პარლამენტარს, რომ იცი რა, იქნებ ეს ადამიანი გამოვიდეს და რაც არ უნდა ხისტი იყო ამ განცხადებაში, მე ამის პასუხს არც გავცემ და ვერც გავცემ. ეს პოლიტიკოსის საქმე არ არის, ეს ჩემი საქმე არ არის, იქ გამომძიებლები, მოსამართლე და პროკურორი რას იზამენ. პოლიტიკოსის საქმე არ არის პოლიტპატიმრის გამოშვება. არის რაღაც პრინციპული საკითხი, რაზეც უნდა შევთანხმდეთ. ეს პრინციპული საკითხია, რომ პოლიტიკოსებმა აღარ ვილაპარაკოთ პოლიტპატიმრებზე, თან სპეკულაციურად," - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.