"ევროპული საქართველოს" წევრმა აკაკი ბობოხიძემ ვაშლიჯვრის დასახლებიდან ნუცუბიძის პლატოზე მიმავალ გზაზე არსებულ საცობებზე ისაუბრა. მისი განცხადებით, ამ მონაკვეთზე მანქანით მოძრაობა გაუსაძლისია.
აკაკი ბობოხიძის თქმით, ქუჩის რეაბილიტაციის გამო გზა დაკეტილია ცალმხრივად, რის გამოც იქმნება საცობი, თუმცა თბილისის მერია აღნიშნულთან დაკავშირებით მოსახლეობის ინფორმირებას არ ახდენს.
"აქ შექმნილი მდგომარეობა არის ნათელი მაგალითი თბილისის მერიის და პატრულის შეუთანხმებელი და გაუაზრებელი მოქმედებისა. დაკეტილია ვაშლიჯვრის გავლით ნუცუბიძისკენ მიმავალი გზა ცალმხრივად და იმის მაგივრად, რომ ინფორმირება ხდებოდეს მოსახლეობის, მანქანის პატრონები მხოლოდ ვაშლიჯვრის გავლის შემდეგ გებულობენ, რომ გზა დაკეტილია და ბრუნდებიან უკან, რაც 3 დღეა ქმნის გაუვალ საცობებს," - აცხადებს აკაკი ბობოხიძე.