საქართველოში გაერთიანებული სამეფოს საელჩო ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება.
გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ საელჩო სტრასბურგის გადაწყვეტილებას მიესალმება და რუსეთმა უნდა აღიაროს და პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.
საელჩო ასევე წერს, რომ რუსეთმა უნდა შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტს შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები.
სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა ევროპარლამენტარი ურმას პაეტიც.
"რუსეთი პასუხისმგებელია ადამიანის უფლებათა დარღვევებზე, მათ შორის სიცოცხლის დაკარგვასა და წამებაზე, რომელიც მოხდა საქართველოს რეგიონებში, აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში, რადგან რუსეთს ჰქონდა ეფექტური კონტროლი 2008 წლის ომის შემდეგ, განაცხადა ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ," – წერს ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ურმას პაეტი "ტვიტერში."