17 ნოემბერი 2024,   12:43
ვრცლად
თუ შეზღუდვას დაემორჩილები ეს მონობაა, ამაზე სპეკულაციური მესიჯი არ შეიძლება ადამიანის მხრიდან იყოს მოფიქრებული - მამუკა მდინარაძე

"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის მამუკა მდინარაძის განცხადებით, საუბარი, რომ კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები მონობაა, ამაზე სპეკულაციური მესიჯი არ შეიძლება ადამიანის მოფიქრებული იყოს.

მდინარაძის თქმით, ქვეყნის მასშტაბით შეზღუდვების დაწესება მოქალაქეების ინტერესებს ემსახურება.

"შეზღუდვას თუ დაემორჩილები, ეს თუ მონობაა, ამაზე სპეკულაციური მესიჯი არ შეიძლება ადამიანის მხრიდან მოფიქრებული იყოს. ამ შეზღუდვებმა რაც წინა პერიოდის განმავლობაში გვქონდა, გარკვეული პოზიტიური შედეგი მოგვცა და გადარჩენაც შეგვიძლია დავარქვათ გარკვეულწილად. 

აქედან გამომდინარე, არავის უხარია მმართველ გუნდში რაღაც შეზღუდვის დაწესება, ან გამკაცრება. ყველა შემთხვევაში ეს მოქალაქეების ინტერესებს ემსახურება," - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნით, პარტია "გირჩი - მეტი თავისუფლება" ხვალ აქციის გამართვას აპირებს. შეკრებას ელენე ხოშტარია და ხატია დეკანოიძეც უერთდებიან. "სოცაფეთქება" - ამ სახელწოდების ღონისძიება მთავრობის ადმინისტრაციასთან შედგება. პროტესტის მონაწილეები ზამთრის კურორტების გახსნას, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამუშავებას და სასწავლო პროცესზე დაწესებული შეზღუდვების მოხსნას მოითხოვენ.

დღის ამბები