აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი რუსეთში მიმდინარე მოვლენების შესახებ განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ აშშ მკაცრად გმობს რუსეთში დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ გამოყენებულ ხისტ ტაქტიკას.
"მკაცრად ვგმობთ რუსეთში დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ გამოყენებულ ხისტ ტაქტიკას. რუსეთის მთავრობა აქამდეც ცდილობდა, ჩაეხშო მშვიდობიანი გზით აზრის გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება, ამას აქციების ორგანიზატორთა შევიწროებით, სოციალური მედიის პლატფორმების მიმართ მუქარით, აქციების მონაწილეთა პრევენციული დაკავების გზით აკეთებდა. ამას წინ უსწრებდა წლების განმავლობაში შეზღუდვების გამკაცრება და რეპრესიული ქმედებები, რომლებიც მიმართული იყო სამოქალაქო საზოგადოების, დამოუკიდებელი მედიისა და პოლიტიკური ოპოზიციის წინააღმდეგ,"- ნათქვამია განცხადებაში.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის დაკავება და საპროტესტო აქციების ჩახშობა იმის მაჩვენებელია, რომ რუსეთი აგრძელებს სამოქალაქო საზოგადოებისა და ადამიანების ფუნდამენტური უფლებების შეზღუდვას.