17 ნოემბერი 2024,   12:36
ვრცლად
მთავრობის ადმინისტრაციასთან შეკრებილები შეზღუდვების 1 მარტამდე გახანგრძლივებას აპროტესტებენ

მთავრობის ადმინისტრაციასთან 5 არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები არიან შეკრებილები და კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების 1 მარტამდე გახანგრძლივებას აპროტესტებენ. 

არასამთავრობო ორგანიზაცია "ახალგაზრდა თაობა"-ს წარმომადგენელი დავით დონერიანი აცხადებს, რომ შეიქმნა პეტიცია, რომელსაც 5 არასამთავრობო ორგანიზაცია აწერს ხელს. 

"ამ პეტიციით, რომელსაც ვაწერთ ხელს 5 არასამთავრობო ორგანიზაცია, მოვითხოვთ, სასწრაფოდ გაუქმდეს ეს პოლიტიკური ლოკდაუნი, აღდგეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ბიზნესი და გაეცეს ლეგიტიმურ კითხვებს პასუხი - როდის იწყება ვაქცინაცია, როგორ იწყებენ ისინი ტურისტულ ბიზნესს, როდესაც ჯერ კიდევ არ არის ცნობილი, სად მოვლენ და სულელური კომენდანტის საათის გამო, რომელი ტურისტი ჩამოვა ჩვენს ქვეყანაში,"- აცხადებს დავით დონერიანი. 

 

დღის ამბები