19 ნოემბერი 2024,   16:31
ვრცლად
გამოკითხულთა 80%-სთვის მისაღებია მთავრობის მისწრაფება, საქართველო ევროკავშირის წევრი გახდეს - NDI-ს კვლევა

"ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი" ახალ კვლევას აქვეყნებს. ჯანდაცვა და ეკონომიკა, ვაქცინაცია და ახლადარჩეული პარლამენტი - ეს ძირითადი თემებია, რასთან დაკავშირებითაც 2053 ადამიანი გამოიკითხა.

კითხვაზე - "მისაღებია თუ არა საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზანი, საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი?" - პასუხები ასეთია:

მისაღებია -80%
მიუღებელია-8%
არ ვიცი -12%

აღნიშნული კვლევა 17-24 დეკემბრის პერიოდში საქართველოს მასშტაბით 2053 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.1 პროცენტი. 

რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ.

დღის ამბები