საქართველოს პარლამენტის ფრაქცია "ევროპელი სოციალისტების" წევრი დავით ზილფიმიანი პარლამენტის რეგლამენტის ცვლილებას უკავშირებს მისი და მისი თანაფრაქციელების სურვილს, რომ სხვადასხვა კომიტეტში მოადგილეების თანამდებობები დაეკავებინათ.
მისივე განცხადებით, კომიტეტების თავმჯდომარის მოადგილეების კვოტა ოპოზიციას ეკუთვნის, მმართველმა გუნდმა კი არსებული სიტუაციიდან გამომდინარე იმოქმედა.
"თითოეულმა ჩვენგანმა მოისურვა სხვდასხვა კომიტეტებში მოადგილედ შესვლა. მოადგილის კვოტა არის ოპოზიცის კვოტა. ჰოდა, ამიტომ, როცა ვერ დააკმაყოფილეს, როგორც ჩანს, გადახედეს სიტუაციას. რა თქმა უნდა, კარგია. აბა ყველა რომ შესულიყო პარლამენტში, რეალურად, "ოცნება" და "ნაცმოძრაობა" გაინაწილებდნენ მთელ თანამდებობებს, რაც, ლოგიკურია, რომ არ არის სწორი,"- განაცხადა დავით ზილფიმიანმა.