პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, საკანონმდებლო ორგანო ბოლომდე გამოიყენებს შესაძლებლობას, რაც რეგლამენტით აქვს პარლამენტს მიცემული, რათა მაქსიმალურად ამოიწუროს ვადები, როდესაც ჯერ კიდევ არის შესაძლებელი, ოპოზიციამ საკუთარ გადაწყვეტილებას გადახედოს და საქართველოს პარლამენტი მხოლოდ ამის შემდეგ, უკვე საგაზაფხულო სესიის დასაწყისში იმსჯელებს უფლებამოსილების შეწყვეტა - არ შეწყვეტასთან დაკავშირებით.
"მინდა, გამოვეხმაურო დისკუსიას ოპოზიციონერი დეპუტატების მანდატებთან დაკავშირებით. მოგეხსენებათ, რომ მათ არჩევნების შემდეგ განცხადებებით მიმართეს საქართველოს პარლამენტს მანდატების შეწყვეტაზე. ჩვენ ბოლომდე გამოვიყენებთ იმ შესაძლებლობას, რაც რეგლამენტით აქვს პარლამენტს მიცემული, რათა მაქსიმალურად ამოვწუროთ ვადები, როდესაც ჯერ კიდევ არის შესაძლებელი, ოპოზიციამ საკუთარ გადაწყვეტილებას გადახედოს და ამის შემდეგ, უკვე საგაზაფხულო სესიის დასაწყისში, როგორც ეს არაერთხელ აღვნიშნეთ, იმსჯელებს უფლებამოსილების შეწყვეტა-არ შეწყვეტასთან დაკავშირებით," – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.