03 ოქტომბერი 2024,   04:29
ვრცლად
"გამოძიება, ვინ არის დამნაშავე, სათანადო უწყებების გასარკვევია"-დავით უსუფაშვილი

პარლამენტი სტიქიის შესახებ ინფორმაციის მიღებას კომიტეტების სხდომებზე მინისტრებისგან და სპეციალისტებისგან აპირებს. ამის შესახებ განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა დღვანდელ ბიუროს სხდომაზე გააკეთა.

"დღეს ჩვენს მოქალაქეებს აქვს ერთი მთავარი კითხვა-მოხდეს არსებული ზარალის მინიმუმამდე დაყვანა, მოვისმინოთ როგორც მთავრობის წარმომადგენლების ანგარიშები საკომიტეტო ფორმატში, ასევე მოვუსმინოთ სპეციალისტებსაც, ერთადერთი მიზნით, რომ ხვალ თავიდან ავიცილოთ ან შევამციროთ ასეთი ტრაგედიები, სხვა საკითხები- გამოძიება, ვინ არის დამნაშავე, ან ვისი ბრალია ეს სათანადო უწყებების გასარკვევია." - ამბობს უსუფაშვილი.

 

 
დღის ამბები