03 ოქტომბერი 2024,   04:17
ვრცლად
"გავარკვიოთ უგულავას აშენებული გვირაბების ბრალია თუ კომუნისტების" - აკაკი ბობოხიძე

ნაციონალური მოძრაობის დეპუტატები მიიჩნევენ, რომ დღეს სტიქიის მიზეზებზე საუბარი და წინა ხელისუფლებისთვის მომხდარის გადაბრალებზე მინიშნებები არასწორია. 

აკაკი ბობოხიძემ დღევანდელი ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარეს უპასუხა.

"დავალაგოთ ქალაქი და ჩვენ მზად ვართ შემდეგ ამ საქმეებზეც ვისაუბროთ. დღეს დრო არ არის იმისა, რომ გავარკვიოთ რომელი გვირაბების ბრალია, რომელიც გიგი უგულავას მიერ იყო აშენებული თუ იმ გვირაბების, რომელიც კომუნისტების დროიდან არსებობს." - განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან გაჟღერდა ინიციატივა, რომლის თანახმადაც უსუფაშვილმა დეპუტატებს მოუწოდა კომიტეტებში სტიქიის მიზეზებზე მინისტრებსა და სპეციალისტებს მოუსმინონ.

 
დღის ამბები