03 ოქტომბერი 2024,   04:27
ვრცლად
სახალხო დამცველი სტიქიის შედეგების გამოძიებას ითხოვს

სახალხო დამცველი სტიქიის შედეგების გამოძიების აუცილებლობაზე საუბრობს და ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების შესწავლას ითხოვს. ამის შესახებ უჩა ნანუაშვილმა სვანიძის ქუჩაზე მისვლისას განაცხადა. 

„უფრო მეტი აქცენტი გააკეთოს პრევენციაზე, რადგან ჩვენ არ ვართ დაზღვეული, რომ მსგავსი ტრაგედია აღარ განმეორდეს. ჩნდება ლეგიტიმური და პასუხგაუცემელი კითხვები, სხვადსხვა ინფრასტრუქტურული განხორციელების დროს რამდენად იყო გარემოზე ზემოქმედების შეფასება გაკეთებული. ამ კითხვებს პასუხი აუცილებლად უნდა გაეცეს,“ - განაცხადა ნანუაშვილმა.

სვანიძის ქუჩაზე 6 გარდაცვლილია. რამდენიმედღიანი ძებნის შემდეგ გურამ პეტრიაშვილი იპოვნეს და უკვე გადაასვენეს პროზექტურაში.

 
დღის ამბები