20 ნოემბერი 2024,   22:24
ვრცლად
ზოოპარკის დაკარგული და დაღუპული ცხოველები-სტიქიას მხოლოდ მცირე ნაწილი გადაურჩა

ბეჰემოტი, რომელიც 14 ივნისის ღამეს სტიქიას გადაურჩა, სპეციალისტების ზედამხედველობის ქვეშაა. იმ ცხოველებს, რომლებიც სტიქიის ღამეს დაიკარგნენ, მაშველები მეორე დღეა ეძებენ. სტიქიის შედეგად მოვარდნილმა წყალმა ზოოპარკის ის ნაწილი დატბორა, სადაც მტაცებელი ცხოველები იყვნენ განთავსებული.

ზოოპარკის თანამშრომლების ინფორმაციით, მტაცებელი ცხოველების დიდი ნაწილი დაღუპულია. თანამშრომლები ვერ აკონკრეტებენ რამდენმა მტაცებელმა შეძლო გაქცევა. დაკარგულად ითვლება 2 ვეფხვი, ერთი დათვი და ერთი აფთარი.

სტიქიას გადაურჩა ეგზოტარიუმი. უცნობია როდის დასრულდება გაწმენდითი სამუშაოები. შესაძლოა ზოოპარკმა ფუნქციონირება სხვა ადგილზე, თბილისის ზღვის ტერიტორიაზე გააგრძელოს. თბილისის მერია შესაბამის პროექტზე უკვე მუშაობს.

ავტორი:მარიამ შანშიაშვილი

ამავე თემაზე
დღის ამბები