17 ნოემბერი 2024,   12:40
ვრცლად
კარდაკარი, მხილების კამპანია და აქციები - "ევროპული საქართველო" საპარლამენტო მანდატების შეწყვეტის შემდეგ გააქტიურებას გეგმავს

როგორ შეიძლება გაგრძელდეს ოპოზიციის პოლიტიკური ცხოვრება, თუ 2 თებერვალს პარლამენტი ოპოზიციური სპექტრის წარმომადგენელ დეპუტატებს, მათივე მოთხოვნის შესაბამისად, საპარლამენტო მანდატს შეუწყვეტს. ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" წევრმა სერგი კაპანაძემ "ღამის კურიერში" ისაუბრა. 

სერგი კაპანაძე აცხადებს, რომ "ევროპული საქართველო" თავის აქტივობებს გააგრძელებს, მათ შორის დაიწყებს მოსახლეობასთან შეხვედრას კარდაკარის  პრინციპით, როგორც თბილისში ასევე რეგიონებში.

"გვექნება აქტიური მხილების კამპანია, კორუფციით დაწყებული, ჩავარდნებით გაგრძელებული, რამაც მოგვიყვანა დღეს ამ ძალიან მძიმე კრიზისამდე. ვიქნებით მედია საშუალებებში. არა მგონია, რომელიმე მედია საშუალებამ ოპოზიციური ძალებს უარი უთხრას იმიტომ რომ პარლამენტში რაიმე უფრო საინტერესო ხდება და ასევე გვექნება ქუჩის აქციები," - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

მისი თქმით, ის საუბრობს თავისი პოლიტიკური ძალების გეგმებზე, თუმცა აქტიურად გაგრძელდება თანამშრომლობა მსგავს აქტივობებში თანამოაზრე ოპოზიციურ პარტიებთანაც.

დღის ამბები