03 ოქტომბერი 2024,   00:41
ვრცლად
გმირთა მოედანზე საავტომობილო მოძრაობა ხვალ გაიხსნება

გმირთა მოედანზე საავტომობილო მოძრაობა სავარაუდოდ ხვალ დილამდე გაიხსნება. ესტაკადის გახსნის შედეგად მოძრაობა სამი მიმართულებით, თამარაშვილის ქუჩის, სანაპიროს და დიღმისკენ აღდგება. გაწმენდითი სამუშაოები მოედანზე ამ დრომდე ინტენსიურად მიმდინარეობს.

გმირთა მოედანზე საავტომობილო მოძრაობის მოსალოდნელი აღდგენის მიუხედავად, ხელისუფლება მანქანებით გადაადგილებისგან თავის შეკავებას ისევ სთხოვს მოქალაქეებს.

დღის ბოლოს მოსალოდნელი ნალექის შესახებ განცხადება კრიზისების მართვის ცენტრში გაკეთდა. მინდია ჯანელიძის განცხადებით, ნალექის მცირე რაოდენობის მიუხედავად მეწყერსაშიშ ზონებთან დაკავშირებით უსაფრთხოების ზომები გამკაცრებულია.

ავტორები: ანა წერეთელი, ნატა მახვილაძე.

 
დღის ამბები