03 ოქტომბერი 2024,   00:36
ვრცლად
ათეულობით მოხალისე სვანიძის ქუჩაზე დაზარალებულების დასახმარებლად არ შეუშვეს

ათეულობით მოხალისე სვანიძის ქუჩაზე დაზარალებულების დასახმარებლად არ შეუშვეს. მერიის თანამშრომლებმა ახალგაზრდებს უსაფრთხოების დაცვის მიზნით სამუშაოებში მონაწილეობაზე უარი უთხრეს. მოგვიანებით მათთან ვიცე-პრემიერიც მივიდა.

უარის მიღების შემდეგ თამარაშვილის ქუჩაზე საგანგებოდ მოწყობილი შტაბიდან მოხალისეების ნაწილი საკუთარი ინიციატივით სხვა დატბორილ ტერიტორიებზე გადანაწილდა. სტუდენტები, სპორტსმენები, მსახიობები და სასულიერო პირები-საქართველოს და უცხო ქვეყნის მოქალაქეები, მზიურის ტერიტორიის გაწმენდას საკუთარი ძალებით ცდილობდნენ.

მოხალისეების კიდევ ერთი აქცია სოციალური ქსელის საშუალებით დაიგეგმა. სტუდენტების, არსამთავრობო ორგანიზაციის წევრებისა და რიგითი მოქალაქეეების მიერ დღის ბოლოს ვაკის სასაფლაოს ტერიტორიის გაწმენდა თითქმის დასრულდა. მდინარე ვერეს ადიდების შედეგად ეს სასაფლაოები წყალმა მთლიანად დატბორა, ამავე ტერიტორიაზე მდებარე სამლოცველო კი დაანგრია.

იქ, სადაც სტიქიამ დედაქალაქს ყველაზე მეტი ზიანი მიაყენა, ტერიტორიის გაწმენდას სამაშველო სამსახურებთან ერთად ასეულობით მოხალისეც ცდილობს.

ავტორები: ეკო მაღრაძე, ნატა კუჭაიძე, გოგიტა მაღლაკელიძე, თამარ ძალოშვილი. 

 

 

 
ამავე თემაზე
დღის ამბები