03 ოქტომბერი 2024,   00:40
ვრცლად
სტიქია წყნეთი-ბეთანიის გზაზე ჩამოწოლილმა მეწყერმა გამოიწვია-გარემოს დაცვის სამინისტროს დასკვნა

თბილისის ცენტრში დატრიალებული ტრაგედიის გამომწვევ მიზეზებზე პირველად დასკვნას ასაჯაროვებს გარემოს დაცვის სამინისტრო. სპეციალისტების შეფასებით სტიქიური პროცესები ბეთანია-წყნეთის გზაზე მეწყერის ჩამოწოლის შემდეგ დაიწყო, რის გამოც მთის მასამ მდინარე ვერეს ხეობა ჩაკეტა.

სპეციალისტები განმარტავენ, რომ ყველა მდინარის აუზში 30–50 წლის განმავლობაში უხვი ნალექი მოდის, რომელმაც შესაძლოა კატასტროფა გამოიწვიოს თუმცა, მხოლოდ ერთი მიზეზი ბუნებრივი პირობები, ან მხოლოდ ინფრასტრუქტურული განაშენიანება ასეთი ტრაგედიის მიზეზი ვერ გახდება.

ექსპერტების ნაწილს სხვა ვერსიები აქვს, ისინი ვერეს ხეობაში საერთოდ გაუმართლებლად მიიჩნევენ ინფრასტრუქტურულ განაშენიანებას.

სტიქიის გამომწვევ შედეგებსა და მოსალოდნელ რისკებზე სპეციალისტების საბოლოო დასკვნა უახლოეს მომავალში იქნება მზად.

ავტორები: ნათია გოგსაძე, ლაშა მუმლაძე, მალხაზ მეგრელიშვილი

 
დღის ამბები