პოლიციაში საკადრო ცვლილებებია. კახეთის და შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის უფროსებმა თანამდებობები დატოვეს.
"კურიერის" ინფორმაციით, კახეთში დაინიშნა გურიის პოლიციის მოქმედი უფროსი კახა მურადაშვილი. მას სამცხე- ჯავახეთის პოლიციის უფროსი ლევან ხარაბაძე შეცვლის.
ვინ იქნება სამცხე- ჯავახეთის პოლიციის უფროსი, ჯერჯერობით, უცნობია.
შიდა ქართლის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობას მერაბ ბერძენიშვილის მოადგილე შეასრულებს.