17 ნოემბერი 2024,   12:30
ვრცლად
მარგინალური ტიპები იქნებიან თუ არა პარლამენტში, მნიშვნელოვანი არ არის - ირაკლი ზარქუა

ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ოპოზიცური პარტიების დეპუტატებისთვის მანდატის შეწყვეტასთან დაკავშირებით, მმართველ გუნდში სხვადასხვა პოზიციაა.

"ქართულ ოცნებაში" ერთი ნაწილი ბარიერგადალახული პარტიის დეპუტაციისთვის მანდატების შეწყვეტის მომხრეა, მეორე ნაწილი კი, ოპოზიციას კვლავ საპარლამენტო საქმიანობაში ჩართვისკენ მოუწოდებს.

"პოზიცია რომ დღეს, ნადვილად შევუწყვიტავთ,  არ არის შევლილი. შიგნით როდესაც არის ხოლმე მსჯელობა, ათასგვარი აზრია. მეც გარკვეული კონკრეტული აზრი მაქვს ამასთან დაკავშირებით, მაგრამ გუნდის პოზიცია არის ის, რომ უნდა შეუწყდეთ. დღეს ძალიან ნერვიულობენ, შუწყდებათ თუ არა და ამის პარალელურად გამოდიან, პირდაპირ ეთერში და გულზე მჯიღს იცემენ ხოლმე ჩვენთან. თუ შემოსვლა უნდათ და საპარლამენტო საქმიანობაში უნდა მონაწილეობა მიიღონ, შემოვიდნენ, ვაჭრობას და ბავშვურ თამაშებს თავი დაანებონ,"-აცხადებს პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე.

"რაც შეიძლება იყოს ხარვეზი, ამაზე მივდივართ და რეფორმაზე თანახმა ვართ. ჩვენ არაფერი დაგვრჩენია, რომ 2 თებერვალს გავიტანოთ სხდომაზე და კენჭი ვუყაროთ. ისეთი მარგინალური ტიპები, რომლებსაც წლების განმავლობაში პარლამენტში არაფერი გაუკეთებიათ, ისინი იქნებიან თუ არა პარლამენტში, ჩემთვის მნიშვნელოვანი არ არის. მაგალითად გუბაზა, მაგალითად ჭიჭინაძე, ბოკერია და მაგათი ჯგუფი. ჩემთვის საინტერესოა ახალი პარტიები და ნუ აყვებიან, ნუ გახდებიან  გაკოტრებული სააკაშვილის და  რეჟიმის იდეოლოგის, ბოკერიასი,"-აცხადებს პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრი ირაკლი ზარქუა.

დღის ამბები