რესპუბლიკელი სენატორების უმრავლესობა ტრამპის იმპიჩმენტს მხარს არ უჭერს. სენატში გამართულ სხდომაზე კენჭი უყარეს იმ ინიციატივას, რომელიც ტრამპის იმპიჩმენტის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვდა.
მიუხედავად იმისა, რომ დოკუმენტი საბოლოოდ არ დამტკიცდა, მას მხარი 45-მა რესპუბლიკელმა დაუჭირა, ტრამპის წინააღმდეგ ბრალის წაყენებას 5 სენატორი ემხრობოდა.
დემოკრატებმა 45-ე პრეზიდენტს იმპიჩმენტი 13 იანვარს გამოუცხადეს. ისინი ტრამპს 6 იანვარს კაპიტოლიუმის შენობაში მისი მომხრეების შეჭრის წაქეზებაში ადანაშაულებენ.
ექსპრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის, 50 დემოკრატის გარდა, კიდევ 17 რესპუბლიკელის მხარდაჭერაა საჭირო.