17 ნოემბერი 2024,   12:42
ვრცლად
რეგლამენტის ცვლილება სპეციალურად ოპოზიციისთვის - რა უპირატესობები ექნებათ "ევროპელ სოციალისტებს"

პარლამენტმა რეგლამენტის ცვლილება, რომლის მიხედვითაც უფრაქციო დეპუტატებს უფლება ეძლევათ საკუთარი კანდიდატურა წარადგინონ საპარლამენტო თანამდებობებზე და მონაწილეობა მიიღონ საერთაშორისო დელეგაციებში, პირველი მოსმენით მიიღეს. ცვლილების თანახმად, მათ ეზრდებათ საპარლამენტო დროით სარგებლობის შესაძლებლობაც.

უპირატესობა უკვე იგრძნეს მათ, ვისთვისაც ეს ცვლილებები შემუშავდა. "ევროპელმა სოციალისტებმა", რომლებიც არსებულ მოცემულობაში პარლამენტში პირველ ოპოზიციურ პარტიას წარმოადგენენ, უკვე შეარჩიეს კომიტეტები, სადაც სამომავლოდ თავმჯდომარის მოადგილისთვის განსაზღვრულ ფუნქციებს შეასრულებენ. 

პარლამენტს გარეთ დარჩენილი ოპოზიცია ცვლილებებს პოლიტიკურ მოსყიდვას უწოდებენ და ამბობენ, რომ მათ რეგლამენტში შესწორება პარლამენტში შესვლის ჯილდოდ მიიღეს.

ოპონენტების პოლიტიკურ ბრალდებებს პარლამენტის თავმჯდომარემ მმართველი გუნდის ის არგუმენტი დაუპირისპირა, რომელიც ცვლილებების შემუშავების ძირითად მიზანს წარმოადგენს - ეს შექმნილი პოლიტიკური რეალობის გამო საპარლამენტო საქმიანობაში ოპოზიციის როლის გაზრდაა.

ცვლილებებს, რომელიც მხოლოდ მეათე მოწვევის პარლამენტისთვის შემუშავდა, რიგგარეშე სხდომაზე კენჭს ხვალ, დაჩქარებული წესით უყრიან.

დღის ამბები