ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე ქართული დელეგაცია რუსეთის დელეგაციის უფლებამოსილების საკითხს და ოკუპანტების მხრიდან ადამიანის უფლებების დარღვევების ფაქტებს განიხილავს.
პარლამენტის ერთ-ერთი ვიცე-სპიკერის კახა კუჭავას განცხადებით, ისინი კიდევ ერთხელ განაცხადებენ, რომ ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს მიერ 21 იანვარს მიღებული გადაწყვეტილებით დაკისრებული ვალდებულებები რუსეთის ფედერაციამ აუცილებლად უნდა შეასრულოს.