03 ოქტომბერი 2024,   00:33
ვრცლად
დატბორილი წყნეთისა და ჩიქოვანის ქუჩები-ადგილობრივები საყოფაცხოვრებო ნივთების გადარჩენას ცდილობენ

ჩიქოვანის ქუჩაზე სტიქიის შედეგად დაზარალებულები საცხოვრებელ სახლებში დღეს პირველად მივიდნენ. ადგილობრივები დატბორილ სახლებში და მიმდებარე ტერიტორიაზე გადარჩენილ ნივთებს და ტანსაცმელს აგროვებდნენ. ამ ქუჩიდან სულ 66 ადამიანი გაიყვანეს. ისინი სასტუმროებში არიან გადანაწილებულები.

დაზარალებულმა მოსახლეობამ პარალელურად დატბორილი სახლების წმენდა მოხალისეებთან ერთად დაიწყო.

სტიქიის შედეგად ჩიქოვანის ქუჩაზე 3 სახლი ამ დრომდე მიწის ქვეშ არის მოყოლილი. საცხოვრებლების ნაწილი კი დატბორილია. ადგლობრივების საყოფაცხობვრებო ნივთები კი შლამითაა დაფარული.

მიწის ქვეშ არის მოყოლილი 5 სახლი წყენითის ქუჩის ხევშიც.

სტიქიის გამო საცხოვრებელი სახლების დატოვება მოუწიათ წყნეთის ქუჩის მაცხოვრებლებსაც. 36 ოჯახის ევაკუაცია გუშინ ღამე მოხდა. სპეციალისტების განცხადებით მდინარე ვერე საცხოვრებელი კორპუსის საძირკველს საფრთხეს უქმნის, მიუხედავად ამისა ადგილობრივების ნაწილმა სახლი არ დატოვა.

სამუშაოები წყნეთის ქუჩაზე უკვე დაწყებულია. პარალელურად დღეს დილიდან ვერეს ხეობაში მძიმე ტექნიკა მუშაობს. 

ავტორი: მარიამ გაფრინდაშვილი

 

 

 
ამავე თემაზე
დღის ამბები