19 ნოემბერი 2024,   16:42
ვრცლად
723 ინფიცირებული, 19 გარდაცვლილი, 932 გამოჯანმრთელებული - COVID-19-ის განახლებული სტატისტიკა საქართველოში

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 723 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 2020 წლის თებერვლიდან დღემდე ქვეყანაში სულ ინფექციის 256 287  შემთხვევაა დადასტურებული. 

კოვიდინფექციით ქვეყნის მასშტაბით კიდევ 19 პაციენტი გარდაიცვალა, ჯამში კი გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა  3 127-ს შეადგენს. 

კორონავირუსი კიდევ  932-მა ადამიანმა დაამარცხა და ქვეყანაში გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 246 459 გახდა.

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსზე 17 850  ტესტი ჩატარდა, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 10 718, PCR ტესტით - 7 132.

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის  მოადგილის, ბერდია სიჭინავას ინფორმაციით,  დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 723 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 321 შემთხვევა, აჭარა - 33, იმერეთი - 121 , ქვემო ქართლი - 27, შიდა ქართლი - 52, გურია - 9, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 78, კახეთი - 42, მცხეთა-მთიანეთი - 16, სამცხე-ჯავახეთი -23, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 1.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 6 675, საიდანაც: 2 770 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 369, აჭარაში - 208, იმერეთში - 546. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 662 პირი, მათ შორის, თბილისში - 311, აჭარაში - 49, იმერეთში - 163. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 171 პირი, მათგან თბილისში - 127, აჭარაში- 2, იმერეთში - 19. 346 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 183 - თბილისში, 115 - აჭარაში, 14 - იმერეთში. 3 559 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 538 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 219, აჭარაში - 116, ხოლო იმერეთში - 9.

სულ 6 ოქტომბრიდან - 27 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 22 091 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 17 042 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 10 718 პირი, აჭარაში - 859, იმერეთში - 1 586.

- განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

 

 

დღის ამბები