17 ნოემბერი 2024,   12:43
ვრცლად
ილიჩოვა-მელაშვილის გათავისუფლება, მგონია, კარგი ჟესტია მოლაპარაკების პროცესში - იაგო ხვიჩია

პროკურატურა სასამართლოს შუამდგომლობით მიმართავს, ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას პატიმრობა გირაოთი შეეცვალოს.

პოლიტიკური გაერთიანება "გირჩის" თავმჯდომარე იაგო ხვიჩიას თქმით, ივერი მელაშვილის და ილიჩოვას გათავისუფლება პოლიტიკური მოლაპარაკებების პროცესში კარგი ჟესტი იქნება.

"იმედი მაქვს რომ გათავისუფლდებიან, ყოველ შემთხვევაში, ასე ჩანს პროკურატურის განცხადებიდან. მგონია, კარგი ჟესტია საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებულ მოლაპარაკების პროცესში, რომ შეიცვალოს, ან განიმუხტოს სიტუაცია,"-აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.

დღის ამბები