17 ნოემბერი 2024,   12:40
ვრცლად
პარლამენტმა ვაქცინაციასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ ინიციატივა მესამე მოსმენით დაამტკიცა

პარლამენტმა ვაქცინაციასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ ინიციატივა მესამე მოსმენით დაამტკიცა. 

საკანონმდებლო ცვლილებას დეპუტატები დღეს რიგგარეშე სესიაზე, დაჩქარებული წესით დაამტკიცებენ.

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე აცხადებს, რომ მთავარია ქვეყანაში ვაქცინისადმი სანდოობა გაიზარდოს.

"შევასრულეთ მწარმოებლების მოთხოვნა, რომ სახელმწიფომ გაიზიაროს პასუხისმგებლობა თუკი დამდგარი ზიანი არ არის გამოწვეული შეცდომით მედპერსონალის, კლინიკის, იმპორტიორის მიერ. 

მე ვფიქრობ ეს არის აუცილებელი პირობა იმისა, რომ ქვეყანაში რაც შეიძლება მალე ჩამოვიდეს ვაქცინა. მედპერსონალი გადამზადებულია და გვრჩება ერთი მთავარი ამოცანა, რომ საზოგადოებას ვაქცინის აუცილებლობა დავანახოთ და სანდოობაც გავზარდოთ,"- აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრი ზაზა ლომინაძე აცხადებს, რომ საქართველოში სამი ლოკაციაა, სადაც შესაძლებელი იქნება ვაქცინების განთავსდება. 

"საქართველოში არის სამი ლოკაცია, სადაც არსებობს -80 გრადუს ტემპერატურაზე მომუშავე მაცივრები არსებობს. ვაქცინის შემოტანისთანავე დასაწყობდება ყველაფერი,"-აღნიშნა ზაზა ლომინაძემ.

 

დღის ამბები