საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური დავით გარეჯის საქმეზე დაკავებულ ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას პოლიტიკურ პატიმრებად არ მიიჩნევს. ამის შესხებ მან ნდობის ჯგუფთან შეხვედრის შემდეგ მედიასთან განაცხადა.
"პოლიტიკურ პატიმრებს ვერ დავარქმევდი ამას. ყველა ადამიანი თანასწორია და თუ დააშავეს, პასუხი უნდა აგონ, იქნება ეს მინისტრი, პრემიერ- მინისტრი თუ რიგითი თანამშრომელი თუ დეპარტამენტის ხელმღვანელი. პროკურატურამ თუ ჩათვალა საჭიროდ, რომ ეს ადამიანები პატიმრობით შესულიყვნენ, დააკავეს. მტკიცებულებები ჰქონდათ და საფუძველი ჰქონდათ და დაუკმაყოფილა სასამართლომ და გადაწყვიტეს ახლა, რომ გირაოთი გამოუშვეს.
აღარ იყო მტკიცებულებების განადგურების საფრთხე და ჩათვალა ალბათ პროკურატურამ, რომ გამოეშვა,“ - აცხადებს ვახტანგ გომელაური.