03 ოქტომბერი 2024,   17:25
ვრცლად
აქცია რუსთავში - ადგილობრივები მეორე სამმართველოს პოლიციის უფროსის გადადგომას ითხოვენ

მეორე დღეა, რუსთავში პოლიციის მეორე სამმართველოს უფროსის გადადგომის მოთხოვნით აქციები გრძელდება. ამ წუთებში ძველი რუსთავის პოლიციის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის მონაწილეები იკრიბებიან.

როგორც მათ www.rustavi2.com - თან საუბრისას განაცხადეს, ისინი შალვა ზამბახიძის გადადგომას ითხოვენ. საუბრისას აქციის მონაწილეები განმარტავენ, რომ ზამბახიძე უფლებამოსლიებას აჭარბებს და მოქალაქეებზე ზეწოლას ახორციელებს.

ახალგაზრდა უფლებადამცველთა ასოციაციის ხელმძღვანელი, ნიკა მენაშვილის ინფორმაციით კი დღეს სრულიად უსაფუძვლოდ, შალვა ზამბახიძის უშუალო ბრძანებით, გუშინდელი აქციის ერთ-ერთი მონაწილე, შერმადინ შერმადინი დააკავეს.

მენაშვილი აცხადებს, რომ შერმადინის დაკავება რუსთავში რამდენიმე წუთის წინ მაშინ მოხდა, როდესაც ის მეგობრებთან ერთად საცხოვრებელი სახლის ეზოში იმყოფებოდა.

ახალგაზრდა უფლებადამცველთა ასოციაციის ხელმძღვანელი www.rustavi2.com - თან საუბრისას აღნიშნავს, რომ დაკავებული განყოფილებაში ისე გადაიყვანეს, რომ მისთვის ბრალიც არ წარუდგენიათ.

აქციის მონაწილეები შერმადინის დაკავებში ზამბახიძის კვალს ხედავენ და აცხადებენ, რომ რუსთავის მეორე განყოფილების პოლიციის უფროსი შერმადინს დაჭერით დაემუქრა.

შეგახსენებთ რომ რუსთავში შალვა ზამბახიძის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გუშინაც გაიმართა. 

დღის ამბები