03 ოქტომბერი 2024,   00:36
ვრცლად
სტიქიამ თბილისში სპორტული ობიექტებიც დააზიანა

სტიქიამ მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა რამდენიმე სპორტულ ობიექტს.

პრობლემებია მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე. აქ  ავტოფარეხი 80 სანტიმეტრიანი წყლის საფარით დაიფარა, ლაგუნა ვერეს საცურაო აუზის ტერიტორიაზე კი წყალმა რამდენიმე ავტომობილი გამორიყა.

ყველაზე მეტად ტანვარჯიშის ეროვნული ფედერაციის დარბაზი დაზიანდა სადაც ვარჯიში შეუძლებელია. როგორც მხატვრული, ასევე სპორტული ტანვარჯიშის ჯგუფებისთვის, სტიქიამ პირველი სართული, სადაც ძირითადი დარბაზებია განლაგებული მთლიანად დატბორა, განადგურდა ინვენტარი და სპეციალური მხატვრული ტანვარჯიშის ნოხებიც.

დარბაზის დასუფთავებაში ატიურად მონაწილეობენ სპორტსმენები და უბრალო მოხალისეები.

სპორტული დარბაზის დასუფთავების პროცესში საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატები მონაწილეობდნენ.

ვაკე საბურთალოს სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე 24 საათიან რეჟიმში მიმდინარეობს სპორტის სასახლის მშენებლობა, მშენებელთა განცხადებით ივნისის ბოლოს ისინი ყველა სამუშაოს დაასრულებენ და დედაქალაქი თანამედროვე სტანდარტების სპორტულ კომპლექს მიიღებს, მშენებლობის პარალელურად მიმდინარეობს შიდა კეთიმოწყობის სამუშაოები, გამოიკვეთა დარბაზის კონტურები, რომელმაც 30 ივნისს უკვე დასრულებული უნდა იყოს.

ავტორი: დავით ერაძე

ამავე თემაზე
დღის ამბები