05 მაისი 2024,   06:31
ვრცლად
ახალი იმედისმომცემი ვაქცინა - Novavax-მა ბრიტანეთში 89.3%-იანი ეფექტიანობა აჩვენა

ბრიტანეთში ჩატარებული კვლევების მიხედვით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ახალმა ვაქცინამ Novavax-მა 89.3%-იანი ეფექტიანობა აჩვენა, ამის შესახებ BBC წერს. ვაქცინა, ასევე, შედეგიანი აღმოჩნდა კორონავირუსის ახალი ვარიანტების წინააღმდეგ. 

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი კვლევის შედეგებს "კარგ სიახლედ" აფასებს და აცხადებს, რომ ახლა ვაქცინა ქვეყნის მარეგულირებელმა უნდა შეაფასოს.

გაერთიანებულ სამეფოში ამ დროისთვის სამი ვაქცინაა დამტკიცებული - ოქსფორდის უნივერსიტეტის და "ასტრა ზენეკას", "ფაიზერისა" და "მოდერნასი". 

დღის ამბები