03 ოქტომბერი 2024,   00:38
ვრცლად
"არ გამოვრიცხავ, ამ საქმით პროკურატურაც დაინტერესდეს"-პრემიერი სტიქიის გამომწვევ მიზეზებზე საუბრობს

პრემიერი სტიქიის გამომწვევი მიზეზების შესწავლას ითხოვს. ამის შესახებ მან განცხადება დღეს საგანგებო შტაბის შეკრებაზე თავად გააკეთა.

”ვავალებ შესაბამის სამსახურებს, დაიწყონ ამაზე მუშაობა, უნდა შეიქმნას სამუშაო ჯგუფი და ამის შემდეგ არ გამოვრიცხავ, ამ საქმით პროკურატურაც დაინტერესდეს. მსგავს ფაქტებზე რეაგირება ყველა ცივილიზებულ ქეყანაში ხდება“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით საზოგადოებამ უნდა მიიღოს სრული და ზუსტი ინფორმაცია სტიიქის გამომწვევი მიზეზების შესახებ. 

„ვინც არ უნდა იყოს, უნდა მიეცეს პასუხისგებაში, არც ეს არის გამორიცხული. ჩვენ არ ვფიქრობთ მხოლოდ ამათუიმ პირის პასუხისგებაზე. საჭიროა, დადგინდეს რეალური მიზეზები, რომ მომავალში თავიდან ავიცილოთ ის, რაც მოხდა. გარანტია იმისა, რომ რაც მოხდა, აღარ განმეორდება, არ არსებობს. ჩვენ ვალდებული ვართ, შევისწავლოთ და მოვახდინოთ შესაბამისი პრევენცია“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

 

 
დღის ამბები