ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ავიაკომპანიებს მიმართავს, თვითმფრინავში არ დაუშვან უცხო ქვეყნის ის მოქალაქეები, რომლებსაც თან არ ექნებათ ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის ნეგატიური პასუხი ან კოვიდვაქცინის დამადასტურებელი დოკუმენტი.
"მივმართავთ ავიაკომპანიებს თხოვნით და დარწმუნებულები ვართ, რომ ისინი ამას გაითვალისწინებენ, თვითმფრინავში არ დაუშვან უცხო ქვეყნის ის მოქალაქეები, რომლებსაც თან არ ექნებათ ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის ნეგატიური პასუხი ან კოვიდვაქცინის დამადასტურებელი დოკუმენტი," - განაცხადა თურნავამ.
გარდა ამისა, ნათია თურნავა განმარტავს, 1 თებერვლიდან როგორი სქემით შემოვლენ ქვეყანაში საქართველოს და უცხო ქვეყნის მოქალაქეები.
1 თებერვლიდან საქართველოს მოქალაქეებს არჩევანის უფლება ექნებათ - ან ნეგატიური ტესტით შემოვიდნენ, ან 8-დღიანი იზოლაცია გაიარონ, ან მესამე დღეს საკუთარი ხარჯით გაიკეთონ PCR ტესტი და ამ შემთხვევაში, თავისუფლები არიან. ხოლო საქართველოს იმ მოქალაქეებითვის, ვისაც არ ექნებათ ნეგატიური PCR ტესტი, 12-დღიანი თვითიზოლაციის ნაცვლად 8 დღიანი თვითიზოლაცია დაუწესდებათ.
რაც შეეხება უცხო ქვეყნის ვიზიტორებს, ვაქცინის 2-ჯერ ჩატარების დოკუმენტის საფუძველზე ყველა ქვეყნის მოქალაქეს უპირობოდ, საზღვარზე შეეძლებათ შემოსვლა. არავაქცინირებული უცხოელები კი, ევროკავშირის, ისრაელის, შვეიცარიის, აშშ-ს, საუდის არაბეთის, არაბთა გაერთიანებული საემირობების, მოქალაქეებს და რეზიდენტებს, ამავე ქვეყნებიდან და ქვეყანაში ექნებათ საშუალება შემოვიდნენ ბოლო 72 საათში PCR-ის ნეგატიური პასუხით და მესამე დღეს სავალდებულოდ ჩაიტარონ PCR ტესტი, თვითიზოლაციის ვალდებულებას ვაუქმებთ" - განაცხადა ნათია თურნავამ.