"კანონი და სამართლის" ლიდერი თაკო ჩარკვიანი "დღის კურიერში" სტუმრობისას აცხადებს, რომ მას არ წყენია ალეკო ელისაშვილისა და ლევან იოსელიანის პარლამენტში შესვლა.
ჩარკვიანის თქმით, მისთვის ოპოზიციის გაერთიანება რთული გადაწყვეტილება იყო, რადგან "ფსევდოოპოზიციასთან" მოლაპარაკებაზე ჯდომა, საზოგადოებისთვის ცუდია.
"არა იმიტომ რომ, არ მივიჩნევდი მე მათ ოპოზიციად... ჩემთვის უმძიმესი იყო გაერთიანება, იმიტომ კი არა იქ ვინმეს ვერჩი, არამედ ვიცი, რომ ფსევდო ოპოზიციასთან ჯდომა და ვექტორალურ აზელვაზე ცუდი, საზოგადოებისთვის არაფერი არ არის. მე მხოლოდ იმიტომ მინდა პოლიტიკაში მოსვლა, რომ ვეღირსო თავისუფალ პროკურატურას, სასამართლოს, აუდიტს და თავისუფალ, დამოუკიდებელ არხს. კი 60 მილიონიანი არხი უნდა იყოს სრულიად თავისუფალი...
დიდი ხანია ვყვირი, რომ ელისაშვილი-იოსელიანი ფსევდო ოპოზიციაა. რომ არ დასვამ ამ ტიპის პოლიტიკანებს მაგიდასთან, შემდეგ საზოგადოება მიხვდება, რომ ოპოზიციაში რაიმე გახლეჩვა კი არ მოხდა, არა, ფსევდოები იყვნენ და თავისი პაიკები უკან გაიყვანა ხელისუფლებამ. მათ შესვლა სურდათ, უბრალოდ, უნდოდათ არაკომფორმისტული სახელით შესულიყვნენ და არ გამოდის ეს ამბავი. პრინციპულობა სხვა არის, კომფორმიზი სხვა, პრაგმატული პოლიტიკა სხვა არის, პრაგმატული პოლიტიკა არ არის მათი პოლიტიკა, პრაგმატული არის, ის, რასაც ჩვენ ვუკეთებთ ხელისუფლებას," - განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.