17 ნოემბერი 2024,   12:39
ვრცლად
საზოგადოებრივ ტრანსპორტზე შეზღუდვის მოხსნის მოთხოვნით მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქცია იმართება

სამოქალაქო მოძრაობა "მწვანეების" აქცია მიმდინარეობს მთავრობის ადმინისტრაციასთან. აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა არის, 1 თებერვლიდან აღდგეს საქალაქთაშორისო და მუნიციპალური ტრანსპორტი, მოთხოვნაა ასევე, რომ გაუქმდეს კომენდანტის საათი.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ უტრანსპორტობის გამო მოქალაქეებს უწევთ ტაქსიში მაღალი ტარიფის გადახდა და მათი სოციალური მდგომარეობა დღითიდღე უარესდება.

აქციის მონაწილეები ითხოვენ ტრანსპორტის უახლოეს მომავალში გახსნას და მთავრობისგან კონკრეტული თარიღის დასახელებას. მათი თქმით, ადეკვატური რეგულაციების დაცვით, ტრანსპორტში ინფექციის გადადების რისკი მინიმალურია.

დღის ამბები